გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვისთვის დააკავეს

5-12-2018

თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს. როგორც Hurriyet Daily News-ი წერს, ოთხი ქართველისგან შემდგარ კრიმინალურ ჯგუფს სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობა ტერორში ჰყავდა.


თურქული მედიის ცნობით, ჯგუფის ორმა წევრმა სტამბოლში ერთი ბიზნესმენი დაჭრეს და 111 ათასი ლირა გამოსძალეს. შემთხვევა 16 ნოემბერს მოხდა. კიდევ ერთი თავდასხმა კი ჯგუფმა საიუველირო მაღაზიაზე განახორციელეს, რასაც პოლიციელი შეესწრო. მან ცეცხლი გახსნა, თუმცა დამნაშავეებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადეს. ერთ-ერთი მათგანი პოლიციამ მაშინვე დააკავა, მეორე კი ძიების შედეგად აიყვანეს.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930