გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგლა თამაზაშვილი: წვეთოვანი მორწყვის სისტემა, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს

24-03-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და წვეთოვანი მორწყვის ტექნოლოგიის უპირატესობაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ფერმერებს აქტიურ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში, ისინი ბევრად მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ.


„წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც გვალვა და წყლის დეფიციტი ხშირია. ამ პირობებში ფერმერებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად განიხილება წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რომელიც, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს. წვეთოვანი მორწყვა უკვე აღარ არის ინოვაცია და ხელმისაწვდომია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს ტექნოლოგია არის  აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე  სოფლის მეურნეობისთვის“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31