გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედის და ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

24-03-2026

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ბრალდებულმა დედას და ძმას სხეულის სხვადასხვა არეში დანით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930