გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, სადგურ მეტეხის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

25-03-2026

კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


პროექტის ფარგლებში 754 მეტრი სიგრძის გზაზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს  კომფორტულ, სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო დასახლებისთვის შექმნის უკეთეს საცხოვრებელ და სატრანსპორტო პირობებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031