გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია 23 წლისაა

25-03-2026

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 23 წელი შეუსრულდა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის პირად შემადგენლობას დაარსების დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.


კოჯორში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.


ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამხედროები უწყებრივი მედლებით — „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „გიორგი ანწუხელიძე“ — დაჯილდოვდნენ, ხოლო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სამახსოვრო დაფები გადაეცათ.


ცერემონიის დაწყებამდე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


სერჟანტთა აკადემია მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიონალი სამხედრო სერჟანტების მომზადებასა და განვითარებაში, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031