გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავა

26-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.


კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე,126 პრიმა, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930