გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის შესახებ მცხეთა-მთიანეთში შეხვედრა გაიმართა

27-03-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს.


შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე, ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო მენთეშაშვილი და სააგენტოს ვეტერინარები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გოჩა ქავთარაძე და თეიმურაზ ბექაური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის, სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კოორდინირებულად მუშაობა უმნიშვნელოვანესია.


ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930