გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შავღელეს სადრენაჟო სისტემას მოდერნიზაცია ჩაუტარდება

27-03-2026

ხობის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა შავღელეს სადრენაჟო სისტემის მოდერნიზაციის პროექტი წარადგინა.

პროექტის განხორციელების შედეგად, 700 ჰექტარ სახნავ-სათესი მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟის სერვისები, რაც დადებითად აისახება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე.


შავღელეს დამშრობი სისტემა ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და წარმოადგენს მაღალი პოტენციალის მქონე ზონას, რომლის განვითარებას ამჟამად დრენაჟის დეფიციტი აფერხებს.


დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, გაიწმინდება მაგისტრალური და მეორე რიგის სადრენაჟე არხები, კოლექტორები და ორნატები. ასევე, დაგეგმილია ჰიდროტექნიკური ნაგებობების (მილ-ხიდებისა და ხიდების) რეაბილიტაცია.


საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და  2029 წლისთვის დასრულდება. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930