გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

23-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. როგორც პრეზენტაციაზე მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში სხვა მიმართულებებით, სტრუქტურული რეფორმების და შინაარსობრივი ნაწილის რეფორმირება მოხდება. 

„განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად. დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას, ზუსტად ერთი თვის თავზე წარვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. ზუსტად ასევე, სხვა მიმართულებებით, სტრუქტურული რეფორმების და შინაარსობრივი ნაწილის რეფორმირება მოხდება უახლოეს მომავალში, როგორც დაგპირდით. სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება კრიმინალურ პოლიციას, სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შინაარსობრივი ნაწილი რეფორმის და რეფორმირების, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია- რომელიც ეხება საგამოძიებო ინსტიტუტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა, პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა დაწყებულია. როგორც დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარდგენით დავიცავით ვადა, ისე დავიცავთ სხვა შემთხვევაშიც“-განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930