30-03-2026
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობის და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 7 დეკემბერს, ბრალდებული ძალის გამოყენებით შეიჭრა თელავში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და დანით სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.