გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები შეუფერხებლად მოირწყვება

30-03-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელ არხს ნატანი მასისგან წმენდს.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 65 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები. სამუშაოები არხის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს.


ტაშისკარის სარწყავი სისტემით ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 7000-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ირწყვება.


„საქართველოს მელიორაცია“ აქტიურად აგრძელებს საირიგაციო და სადრენაჟე  სისტემების რეაბილიტაციისა და  და ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებას, რათა  სარწყავ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. კომპანიისთვის სამელიორაციო სისტემის განვითარება პრიორიტეტულია, რადგან მეტი გასარწყავებული ფართობი ფერმერებისთვის ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, აწარმოონ ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930