გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

30-03-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. 


შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. 


განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი და მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. 


ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას. 


განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა თურქმენეთის ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა, მსგავსი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930