გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

31-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით 3 პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბულმა ბრალდებულებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, თანასოფლელის - ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში, თანხის მითვისების მიზნით, ფარულად შეაღწიეს, თუმცა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031