გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

31-03-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა, რომლის მიზანს გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.


შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს კლიმატის ცვლილებების შესახებ, განიხილეს მისი გამომწვევი მიზეზები, გლობალური და ადგილობრივი გავლენები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს წინაშე დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილების შედეგად გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე არსებულ ზეგავლენებს.


მოსწავლეები ასევე გაეცნენ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. მათ შორის ენერგიის ეფექტურად გამოყენება, ნარჩენების შემცირება და ეკომეგობრული ჩვევების დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.


მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას და მათ აქტიურ ჩართულობას გარემოს დაცვის პროცესში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031