გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

31-03-2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 25 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ", „კ" და „მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930