გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

1-04-2026

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


დოკუმენტების თანახმად, განაცხადები უწყებაში 2024 წლის აგვისტოში შევიდა, განმცხადებლად მითითებულია კომპანია „კრისტიან დიორ კუტიურ“. მიმდინარე წლის აპრილში კი „როსპატენტმა“ რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო.


სავაჭრო ნიშნების ქვეშ, რომლებიც Dior-ის სახელის სხვადასხვა ვარიანტის გამოსახულებებს მოიცავს, კომპანიას რუსეთში შეეძლება გაყიდოს სათვალე, აქსესუარები, სამკაულები, ტყავის ნაწარმი, ტანსაცმელი, ავეჯი, ასევე ველოსიპედები და მოტოციკლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031