გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

3-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას - 2005 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ი. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031