გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

3-04-2026

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეგიორგი ავალიანმა  და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა სალიჰ ოზერმა  გახსნეს.


სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გაეცნობიან თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) პრაქტიკას, კლიმატის ცვლილების გავლენას სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სადაზღვევო სისტემების გამოყენებით რისკების მართვის შესაძლებლობებს.  


სწავლებას ჩაატარებენ თურქეთის რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სეიფეთთინ გიუნი, თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) სასოფლო-სამერნეო კულტურების დაზღვევის დირექტორის მოადგილე  ელიფ ბედირი და ცხოველთა სიცოცხლის დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფათიჰ ქოჯა.


ტრენინგი ხორციელდება თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს აგროდაზღვევისა და სოფლის მეურნეობაში რისკების მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.


აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს და ის ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია მოსავლის კლიმატური რისკებისგან დაცვის კუთხით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930