გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის" რესურსის ოპტიმიზაცია

5-04-2026

„ენგურჰესი" ჩვენი ენერგეტიკის სექტორის ხერხემალია, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებში მონაწილეობისას განაცხადა.  


მინისტრის განცხადებით, ენგურჰესში მიმდინარეობს რთული, თუმცა აუცილებელი რეფორმა, რომელიც მოიცავს საკადრო, ოპერაციულ და ტექნიკურ მიმართულებებს. 


„ძალიან რთული, თუმცა კომპლექსური და ძალიან საჭირო რეფორმა მიმდინარეობს დღეს ენგურჰესში, მათ შორის, საკადრო, ისევე როგორც სხვა საოპერაციო და ტექნიკური და ჩვენ, მიმდინარე პერიოდში, ძალიან მალე წარმოვადგენთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება ყოველწლიურად ენგურჰესის  რესურსის ოპტიმიზაცია, გაჯანსაღება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინფრასტრუქტურულ ჩარევებს იმისთვის, რომ ჰესმა განაგრძოს მეტი სარგებლის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930