გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით ევროდირექტივის შესრულების მაჩვენებელი 77 პროცენტამდეა

5-04-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის კუთხით საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ამ მხრივ, ევროდირექტივების იმპლემენტაცია 54 პროცენტითაა შესრულებული.  


მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროდირექტივის ინტეგრაციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, სადაც შესრულება 77 პროცენტამდეა. რაც შეეხება გარემოს დაცვის კომპონენტს, ეს მაჩვენებელი მიმდინარე და მომდევნო წლებში განსაკუთრებული პრიორიტეტია და შესრულება 63 პროცენტს შეადგენს. 


მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ინსტიტუციურ განვითარებასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მინისტრის შეფასებით, მათი მეშვეობით, ქვეყნის მასშტაბით არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორის სწორი ფორმით მართვას მოწესრიგდება, არამედ, მთავარი საკანონმდებლო ჩარჩო ევროპულ მაღალ სტანდარტებს დაუკავშირდება, რაც, მათ შორის, გარემოს დაცვით და ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას უზრუნველყოფს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930