გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

8-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1997 წელს დაბადებული ი.მ.-ს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930