გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დიდი გამოწვევებია დღეს, მაგრამ არ არის სავალალო მდგომარეობა და შეგვიძლია თავი გავართვათ“ - ირაკლი ჭიღლაძე

10-04-2026

საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრას ტურისტული: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.


საუბარი შეეხო ტურიზმის გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს “კა ჯგუფის” დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე.


„ჩვენ ძალიან კარგი სეზონი გვქონდა სამთო კურორტებზე, რეგიონებში. ეს საომარი სიტუაცია დიდი პრობლემა და გამოწვევაა ბიზნესისთვის, თუმცა ყველა რეგიონს თანაბრად არ შეეხო. შეეხო თბილისს, გუდაურს და ბაკურიანს, რაც შეეხება ახალციხეს, წყალტუბოს, გორს, ყაზბეგს, ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია. ჩვენ სტაბილურად ვმუშაობთ. იმედი გვაქვს ფრენების სიხშირეები დაგვემატება იმ ბაზრებიდან სადაც ვმუშაობთ, ასევე მეზობელი ქვეყნებთან თურქეთან, აზერბაიჯანთთან, სომხეთთან გვექნება აქტვიობები, რომ მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და გადავეწყოთ მოკლე ვადაში. დიდი გამოწვევებია დღეს, მაგრამ არ არის სავალალო მდგომარეობა და შეგვიძლია თავი გავართვათ, იმედია მალე დასრულდება ეს ომი და აღდგება ფრენები იმ მიმართულებებიდან, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,-აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930