გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ევროპა საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე კონტროლს კარგავს

14-04-2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


„ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობაზე - დაიცვას ცივილიზაცია ბარბაროსობისგან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ისრაელი იცავს ევროპას, რომელსაც ჰოლოკოსტის შემდეგ ძალიან ბევრი რამ დაავიწყდა“.


„მას [ევროპას] ბევრი რამ აქვს ჩვენგან სასწავლი. განსაკუთრებით კი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სიკეთესა და ბოროტებას შორის მკაფიო მორალური გამიჯვნის შესახებ, რაც სიმართლის მომენტში ჩვენგან მოითხოვს, რომ წავიდეთ ომში სიკეთისა და სიცოცხლის სახელით“, - აცხადებს ნეთანიაჰუ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930