გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა

14-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „მარიხუანა“, „კეტამინი“ და „მდმა“.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031