7-12-2018
ორთაჭალაში, კომპანია „სოკარის“ სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მოტოციკლისტი ტრაილერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ამ წუთებში დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„კვირა“ შსს-ს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
13-05-2026
23-06-2026
27-06-2026
26-06-2026