გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი თარგამაძეზე: მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე

14-04-2026

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ჩერგოლეიშვილი თარგამაძეს ფარისეველს უწოდებს.


„მანიპულირებული მედია რესურსები“ -ო! მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე, ახლა მერაბ მეტრეველთან მაქვს ეთერი და არ მცალია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


ცნობისთვის, გიორგი თარგამაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უნგრეთში „თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტინქტმა დაჯაბნა შიში, ფინანსური და მანიპულირებული მედია რესურსები“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31