გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს

17-04-2026

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია. 


„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ  ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა  შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930