გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი

17-04-2026

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.  


როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს,  პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებაზე.  


„ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში თემაზე „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა",  სადაც ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში და მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებას.   


კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში", - წერს ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930