გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Nikon-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა

19-04-2026

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ამის შესახებ რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით წერს.


დოკუმენტების თანახმად, NIS Elements სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი სააგენტომ 2024 წლის სექტემბერში მიიღო, განმცხადებლად კი „ნიკონ კორპორეიშენი“ იყო მითითებული.


„როსპატენტმა“ დადებითი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. ამ სავაჭრო ნიშნით კომპანია რუსეთში შეძლებს მიკროსკოპების გაყიდვას. Nikon Corporation ოპტიკის, კამერების და ფოტო და ვიდეო აღჭურვილობის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930