გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

20-04-2026

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ხარისხის ლაბორატორიის წარმომადგენლებთან ერთად, გენმოდიფიცირებული პროდუქტების ტესტირების უახლესი მეთოდების დანერგვის საკითხები განიხილეს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენმოდიფიცირებული პროდუქციის კვლევის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევების ხარისხს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საერთაშორისო რეფერენს ლაბორატორიების სტანდარტებთან.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ ახალი მეთოდებისა და პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს გენმოდიფიცირებული პროდუქტების კვლევის სისტემის განვითარებას და აღნიშნული მიმართულების ახალ ეტაპზე გადასვლას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930