გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

20-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ი.გ. და 2000 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ნ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა რუსთავში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდ ოდენობით - 1107 შეკვრა ნარკოტიკულ საშუალება ე.წ. ბიო.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის წებოვანი ლენტები, ელექტრო სასწორები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930