გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

21-04-2026

გორის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ფერმერებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


დისკუსიის მთავარი თემა საირიგაციო მომსახურების სუბსიდირების არსებული სქემა და წყალსარგებლობის განრიგის დროულად შეთანხმების მნიშვნელობა იყო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსების უფრო ეფექტიან მართვას, სამართლიან განაწილებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილურ, გარანტირებულ მორწყვას.


მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებზე, მათ შორის წყლის განაწილების ოპტიმიზაციასა და მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.


როგორც მამელი ქობალიამ აღნიშნა, სარწყავი სეზონის დაწყებამდე ფერმერებთან პირდაპირი და სისტემური კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა კომპანიამ დროულად შეძლოს საჭიროებების იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირება.


შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები საირიგაციო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი პროექტების შესახებ.


„საქართველოს მელიორაცია“ აგრძელებს რეგიონებში ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას, რაც მიზნად ისახავს სარწყავი ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვასა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930