გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა

23-04-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ი ორგანიებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.  


ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა  მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.

ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.


ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.


ფორუმის მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.


თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური  გამართა.


2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930