გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მიწების უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ, იუსტიციის სახლში შესვლა სცადეს

10-12-2018

ამ წუთებში იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია. შესაბამისად, იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის შესაძლებლობა არავის აქვს. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა რაც შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს. იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს.


იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.


Ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031