გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არ არსებობს პრაქტიკულად პარამეტრი, რომლითაც ჩვენ ერთი და ათი თავით არ ვუსწრებთ წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას

26-04-2026

არ არსებობს პრაქტიკულად პარამეტრი, რომლითაც ჩვენ ერთი და ათი თავით არ ვუსწრებთ წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვა, ესენი არიან ქვეყნები, რომლებსაც გაუხსნეს მოლაპარაკებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის.


„იგივე ეკონომიკა რომ ავიღოთ, ჩვენ ამ ხუთი წლის განმავლობაში 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, 12 ნახევარი მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენ ბიუჯეტებს შორის საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. ეს არის ფაქტები. ასევე არის უამრავი ფაქტი დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, კორუფციასთან დაკავშირებით. მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ისევე როგორც უკრაინა, თუმცა ხედავთ, რომ მათთან დაკავშირებით არავითარი კრიტიკაც კი არ ისმის ამ საკითხზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930