გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დაასრულდა

28-04-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის მონიტორინგის I ეტაპი დაასრულა. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი.


ღონისძიებების მეორე ეტაპზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის სპეციალური სადგურები განთავსდება; აქტიურად გაგრძელდება მონიტორინგი და მავნებლის პოპულაციაზე დაკვირვება.


წლის განმავლობაში, აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. მონიტორინგის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იწყება ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით.


გასულ წელს, ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრები, ჯაგნარები და სიმინდის მასივები, ხოლო თერმული ნისლით - 348 620 ჰა ტერიტორია, განთავსდა 208 444 ცალი ფერომონიანი დამჭერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031