გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „ტვ პირველი“, რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტიქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“

29-04-2026

„საზოგადოება დიდი ხანია მოითხოვს, რომ ცილისმწამებელ პროპაგანდისტებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხები. მხოლოდ მხილება და გაკიცხვა არაა საკმარისი გათავხედებული ნაცასპიტების წინააღმდეგ. საბოტაჟური ტელემაუწყებლობა არაერთ დასავლურ ქვეყანაშია სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმურად სანქცირებული“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „ტვ პირველი“, რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტიქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“.


„შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელესაპირფარეშო („ტვ პირველი“), რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტიქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“. საზოგადოება დიდი ხანია მოითხოვს, რომ ცილისმწამებელ პროპაგანდისტებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხები. მხოლოდ naming & shaming (მხილება და გაკიცხვა) არაა საკმარისი გათავხედებული ნაცასპიტების წინააღმდეგ.


საბოტაჟური ტელემაუწყებლობა არაერთ დასავლურ ქვეყანაშია სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმურად სანქცირებული. ირაკლი კობახიძემ როცა ისაუბრა კვერცხისა და ღორის ხორცის შედარებით დაბალ ფასებზე, მიზანმიმართულად არ გაუკეთა რეკლამა სუპერმარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯს“ და სხვაგან არსებულ ფასდაკლებებს. მაგრამ ნაცჩლუნგისტანში ამას არ იმჩნევენ, რადგან ფასებით კი არა, ადამიანების ჯანმრთელობითა და სიცოცხლითაც სპეკულირებენ“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31