10-12-2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერმინისტრმა მოაწერა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.
თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2016-2018 წლებში იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, 2014-2015 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, 1996-1999 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||