გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროპარლამენტთან ყველა ფორმის თანამშრომლობა შეაჩეროს

1-05-2026

აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენთან თანამშრომლობის სრულად შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო- ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.


შესაბამისი გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა, სადაც საკითხის განსახილველად პარლამენტის წევრებისგან შემდგარი სპეციალური კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილების ტექსტი დეპუტატებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზიაფატ ასგაროვმა წარუდგინა.ინიციატივის თანახმად, აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან ყველა ფორმატის ურთიერთობას წყვეტს. გარდა ამისა, პარლამენტი დაიწყებს პროცედურებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზნით.


პარლამენტში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ევროპარლამენტის მხრიდან „ანტიაზერბაიჯანული“ ქმედებებითა და მიკერძოებული დამოკიდებულებით არის გამოწვეული. აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები ქვეყნის მიმართ უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.


პროექტი განხილვების შემდეგ კენჭისყრაზე გავიდა და პარლამენტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930