გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

7-05-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1984 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაცნობს - 1946 წელს დაბადებულ შ.ე.-ს მის საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031