გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან

11-05-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მოქმედ მზარეულებს,  უკვე მეორედ, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში გადამზადების კურსს სთავაზობს.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები ესპანეთში, სან-სებასტიანში, Basque Culinary Center-ში  საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას მიიღებენ. 


სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას.


სასწავლო კურსი 29 ივნისიდან  10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.  პროგრამას სრულად აფინანსებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ Basque Culinary Center -ის ოფიციალური სერტიფიკატი.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასულ წელს,  ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს. 


პროექტის ფარგლებში, 10 მოქმედმა მზარეულმა ინტენსიურ სასერტიფიკატო კულინარიულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031