გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

14-05-2026

ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.


ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყანაში მაღალრეიტინგული ნიდერლანდური ტელევიზიის RTL 4 - ის და  მისი ონლაინ პლატფორმის Videoland გადამღები ჯგუფის მედია ტურს გაუწია ორგანიზება.   


ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას „Let’s Visit Georgia“ ამზადებენ.  გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს. გადაცემაში საუბარი იქნება ქართულ კულტურაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, კურორტებზე, ქართულ სამზარეულოსა და და ღვინოზე. 


გადაცემას დაახლოებით ერთი მილიონი მაყურებელი ეყოლება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას ევროპულ ბაზარზე. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930