გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი განხორციელდება

14-05-2026

კახეთის რეგიონში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა-სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია განხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ წყალუზრუნველყოფილი იქნება 7,320 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.


პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, დაგეგმილი სამუშაოებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას გააცნეს. შეხვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი განხორციელება ხელს უწყობს გასარწყავიანებული ფართობების ზრდასა და წყლის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას.


მოდერნიზებული გამანაწილებელი ქსელები უზრუნველყოფს წყლის რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებასა და მის ხელმისაწვდომობას. ამ ეტაპზე სარწყავი წყლით 4,430 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვაა შესაძლებელი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებელი 7,320 ჰექტრამდე გაიზრდება.


მილსადენიანი გამანაწილებელი ქსელის მოწყობა ხელს შეუწყობს გამრიცხველიანებასა და მოცულობითი ტარიფების  სისტემის დანერგვას.


პროექტი ხორციელდება კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის (CSISDP) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031