გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის ევრო ინტეგრაციის კომიტეტის პირველი მოადგილე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

14-05-2026

საქართველოს პარლამენტის ევრო ინტეგრაციის კომიტეტის პირველი მოადგილე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტ მაურიციო გასპარისთან.


მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე კავშირების შემდგომ განვითარებას. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიმდინარე კონფლიქტებს, მათ შორის, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031