15-05-2026
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ. გასულ წელს აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები ონსა და სადმელში ხოლო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ლენტეხში, მცხეთაში, ასპინძაში, ზესტაფონსა და საჩხერეში.
„შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სატყეო სამსახურების გაძლიერების და, ამავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით, გარემონტდა და აღიჭურვა რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისები ცხრავე რეგიონში. სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
13-05-2026