გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს პიეტრო პაროლინს შეხვდა

15-05-2026

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა.

 

შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი ამ ურთიერთობებში არსებული პრობლემატიკით დაინტერესდა.

 

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

 

განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

 

დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან.

 

შეხვედრებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი მონაწილეობდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031