გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: ოდესა რუსებმა იმიტომ ვერ დაიკავეს, რომ იქ გუბერნატორი მე ვიყავი

12-12-2018

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ის რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი არ ყოფილიყო, ამ ოლქსაც რუსები დაიკავებდნენ.


ეს განცხადება სააკაშვილმა ისრაელის რუსულენოვანი ტელეარხის, «9 канал»-ის ეთერში გააკეთა.


„უკრაინის ისტორიას საქართველოს ისტორიისაგან ვერ გაყოფთ, ორივე ქვეყნის ბედი ერთმანეთს უკავშირდება. ჩვენ უკრაინაში ქართველები ჩავიყვანეთ და ისინი დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ. უკრაინაში ინსტრუქტორებად წავიყვანეთ ქართველი ოფიცრები, რომლებმაც ისრაელში კურსები გაიარეს.. ქერჩის მოვლენებიც კი საქართველოსთან არის დაკავშირებული. ოდესაში მე რომ არ ვყოფილიყავი, ოლქს რუსეთი დაიკავებდა. საერთოდ კი, ოდესის ოლქის გუბერნატორობა არავის არ უნდოდა, მე კი დავთანხმდი. ჩვენ ოდესაში სიტუაცია საკმაოდ სწრაფად დავასტაბილურეთ, მაგრამ შემდეგ უფლებამოსილება არ მეყო“- განაცხადა სააკაშვილმა.


p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31