გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს

17-05-2026

„ეს არის დღე, რომელიც ჩვენმა ეპოქალურმა პატრიარქმა, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ დააწესა ნიშნად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს, ვისთვისაც ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური სიძლიერე ცხოვრების უმთავრესი მიზანია, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ ძლიერი, მყარი, ზნეობრივ ღირებულებებსა და სამშობლოს სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი, ძლიერი და მყარი სახელმწიფოს საფუძველი“, - აღნიშნავს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს.


„დღეს, 17 მაისს, ჩვენს ქვეყანაში, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.


ეს არის დღე, რომელიც ჩვენმა ეპოქალურმა პატრიარქმა, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ დააწესა ნიშნად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს, ვისთვისაც ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური სიძლიერე ცხოვრების უმთავრესი მიზანია, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ ძლიერი, მყარი, ზნეობრივ ღირებულებებსა და სამშობლოს სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი, ძლიერი და მყარი სახელმწიფოს საფუძველია!


მინდა, დღევანდელი დღე, მივულოცო ჩვენი სანუკვარი სამშობლოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, განურჩევლად სამშობლოდან ფიზიკურად შორს მყოფობისა; განსაკუთრებით მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს. თითოუელის ოჯახს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, შვილთა სიმრავლეს და ერთიან, ძლიერ საქართველოს, რომლისთვისაც სისხლი და ოფლი გვიღვრია და გვჯერა, ეს ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის!


ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ოჯახებს და სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930