გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თანამედროვე განათლების აკადემიაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

20-05-2026

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ეკოლოგიური საკითხების მიმართ საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თანამედროვე განათლების აკადემიაში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა.


შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის, ეკოლოგიური გამოწვევებისა და მდგრადი განვითარების საკითხების გაცნობა იყო.


ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობის, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებსა და ეკომეგობრული მიდგომების შესახებ.


შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930