გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

21-05-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას.


შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ესწრებოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031